შ.პ.ს „ესაბი“ ქართულ საინფორმაციო და კომუნიკაციური ტექნოლოგიების (ICT) ბაზარზე 1989 წელს დამკვიდრდა. წლების განმავლობაში ამ სფეროში წარმატებული საქმიანობის შედეგად  შ.პ.ს. „ესაბი“ გახდა ოფიციალური პარტნიორი ისეთი გიგანტური მწარმოებლებისა როგრიაა Hewlett Packard (HP) , XEROX , Philips , Dell , AOC , Cisco , Microsoft , APC  და ა.შ.

 

შ.პ.ს. „ესაბი“–ს გააჩნია IOS 9001:2008 ხარისხის მართვის საერთაშორისო სერთიფიკატი.

ყოველწლიური აუდიტის შედეგად, რომელსაც ატარებს ISO–ს სპეციალური წარმომადგენელი, ხდება სერთიფიკატის სტატუსის განახლება.

საერთაშორისო სტანდარტიზაციის ორგანიზაცია (ISO) მსოფლიოში უმსხვილესი საერთაშორისო სტანდარტების გამცემი ორგანიზაციაა. ISO-ს ქსელი გავრცელებულია მსოფლიოს 162 ქვეყანაში,

 

ჩვენი კომპანია გთავაზობთ ყველა იმ ტექნიკური გადაწყვეტილების, საქონლის და მომსახურების ფართო სპექტრს, რასაც საჭიროებს ინფორმაციისა და თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება.

 

შ.პ.ს. „ესაბი“ გთავაზობთ მომსახურების ფართო არჩევანს:

 

  • პროექტების შესწავლას და კონსალტინგს ICT სფეროში;
  • ორგანიზაციის საინფორმაციო სისტემების შესწავლას და პროფესიონალური რეკომენდაციების გაწევას გაუმჯობესებისა და გაზრდისათვის;
  • ტელეკომუნიკაციისა და კომპიუტერული ქსელის დიზაინს;
  • თანამედროვე სერვერული სისტემის დიზაინს, აწყობასა და გამართვას;
  • ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემებთან მუშაობას;
  • თქვენი მოთხოვნების შესაბამისი კომპიუტერული სისტემების კომფიგურაციას;
  • სხვადასხვა მოწყობილობის მიწოდებას და დამონტაჟებას, მის საგარანტიო და გარანტიის შემდგომ მომსახურებას;
  • პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდებას.

 

შ.პ.ს. „ესაბი“–ს გააჩნია Hewlett Packard (HP) -ის , XEROX-ის, PHILIPS-ის და AOC-ის ავტორიზებული სერვის–ცენტრი ასევე  სხვა პარტნიორი  ბრებდების ავტორიზებულ სერვისცენტრებთან გაფორმებული ხელშეკრულება, რათა შეასრულოს არსებული ტექნიკური საგარანტიო და გარანტიის შემდგომი მომსახურებები.

სიახლეების გამოწერა