შპს „ესაბი“

ხარისხის პოლიტიკა

ISO 9001:2015; მოთხოვნა 5.2

 

კომპანია „ესაბის“ ხარისხის პოლიტიკაა მუდმივად დააკმაყოფილოს თავისი მომხმარებლის მოთხოვნები და  მოლოდინი.  ჩვენი 25 წლიანი გამოცდილება კომპიუტერული ტექნიკის და აქსესუარების გაყიდვისა და მომსახურების სფეროში იმის დადასტურებაა, რომ შრომითა და მონდომებით, ასევე ცოდნითა და მუდმივი განვითარებით, დღემდე ვინარჩუნებთ ლიდერობას ჩვენს სფეროში და ვრჩებით სასურველ პარტნიორად საერთაშორისო ბრენდებისა და ადგილობრივი ბაზრის ჩვენი მომხმარებლებისთვის.

 

ჩვენ ვახორციელებთ ამ პასუხისმგებლობას თანამშრომლების ადექვატური და მუდმივი სწავლების მეშვეობით, შემუშავებული და დამტკიცებული პროცედურების მკაცრი დაცვით, მომხმარებლის მოთხოვნების მუდმივი დადგენით და დაკმაყოფილებით, ასევე კომპანიის ორგანიზაციული კულტურის ამაღლებით, რაც ხელს უწყობს პროცესების მუდმივ გაუმჯობესებას.

 

ჩვენი გუნდის მუშაობა მიმართულია მიზნების დასახვისა და მათი შესრულებისკენ, რათა ჩვენი საქმიანობა შეესაბამებოდეს  ხარისხის მართვის სტანდარტების მოთხოვნებსა და კრიტერიუმებს.

 

ჩვენი პროფესიონალიზმი გვაძლევს საშუალებას, თანამედროვე მიდგომებით სწორად დავგეგმოთ მომხმარებლის ამოცანა, დავაკავშიროთ თანამედროვე ტექნოლოგიებთან, რათა მომხმარებლის საქმიანობა პასუხობდეს თანამედროვე გამოწვევებს.


                                         01.11.2016

სიახლეების გამოწერა